bookspace

ლადო გუდიაშვილი – სატირული გრაფიკა

GEL 60
აღწერა
/ ყდა: მაგარი / 184 გვ. / .
ფასი
GEL 60
ISBN
9789941155765
ნანახია
1183

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

სხვადასხვა ავტორი


ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეული ად­გილი სატირულ-გრაფიკულ სერიას უკავია (XX საუკუნის 40-50-იანი წლები. ტონირებული ქაღალდი, ფანქარი, ტუში). გრაფიკული შემოქმედება მხატვრისთვის სიცოც­ხლის მანძილზე ყოველდღიური რეალობის ბუნებრივი პროცესი და ცოცხალი მოთხოვნილება იყო. მხატვრის ოჯახის წევრების გადმოცემით, ის არასოდეს იცილებდა ფანქარს, ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა, ყველა თავის ჩანაფიქრს, ხაზის საშუალებით ქაღალდზე გადმოსცემდა. გრაფიკული შემოქმედება მისი ცხოვრების ყველა პერიოდის თანმხლებია. გუდიაშვილისათვის ხაზით აზროვნება, გრაფიკის სახვითი შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, მუსიკოსის აბსოლუტური სმენის მსგავსად, მისი ნიჭის ბუნებრივი და მთავარი დამახასიათებელი მხარეა. ხაზის უზადო ოსტატობა მას გენეტიკურად ეროვნული ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში: