დეტალური აღწერა:
„ლია სტურუა რეალურ, მატერიალურ დრო-სივრცეში XX და XXI საუკუნეების ქართველი პოეტია, მაგრამ უხილავ, წარმოსახულ, მეტაფორულ დრო-სივრცეში ის მარადისობის პოეტია, სიტყვის, ფერის, მუსიკისა და სურნელის უხილავ სივრცეებში მოხეტიალე, თავისი სულის ტოლებს შეხმიანებული“, – წერს შესავალში მაია ჯალიაშვილი. ლია სტურუას გამორჩეულად ნატიფი, დახვეწილი, ღრმა და მგრძნობიარე პოეზია ქართველი თუ უცხოელი მკითხველის აღტაცების მუდმივი საგანია.