bookspace

წარმოსახვით არსებათა წიგნი

GEL 17
აღწერა
2016 / მთარგმნ. კატია ვოლტერსმა / ყდა: რბილი / 244 გვ. / 14x18.
ფასი
GEL 17
ISBN
9789941466526
ნანახია
1247

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ხორხე ლუის ბორხესი


წარმოსახვით არსებათა წიგნი ერთგვარი ენციკლოპედიაა, რომელშიც ბორხესმა თავი მოუყარა საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა წარმოსახვაში არსებულ და მსოფლიოს თეოლოგიურ, მითოლოგიურსა და მხატვრულ ლიტერატურაში გაბნეულ ასობით უცნაურ არსებას. ბორხესისთვის დამახასიათებელი იუმორითა და ერუდიციით აღსავსე ამ წიგნში შეხვდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ დრაკონებსა და კენტავრებს, ფერიებსა და გნომებს, ისევე როგორც სარკის ბინადარ არსებებს, ლამედ ვუფნიკებს, ფუერტე ბერნარის ბანჯგვლიან ურჩხულს და კიდევ ბევრ სხვა არსებას, რომლის შესახებაც ნაკლებად გსმენიათ.

ხორხე ლუის ბორხესი ამჯერადაც გაამდიდრებს თქვენს ლიტერატურულ შემეცნებას, ხოლო მისი სხარტი და იუმორით სავსე კომენტარები კი სასიამოვნო ღიმილს მოგგვრით.

წარმოსახვით არსებათა წიგნი უდაოდ მოხიბლავს ფანტასტიკური ლიტერატურის განსხვავებული ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველს.