bookspace

უშურველი ხე

GEL 19.95
აღწერა
2022 / მთარგმნ. გია გოკიელი
ფასი
GEL 19.95
ISBN
9789941841002
ნანახია
73

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ზოლიანი კატა

შელ სილვერსტინი


იყო ერთი ხე და მას ძალიან უყვარდა პატარა ბიჭი. ბიჭსაც უყვარდა ხესთან თამაში, ვაშლების კრეფა, მის ტოტებზე კონწიალი. მეგობარი ხე არაფერს იშურებდა მისთვის… დრო გადიოდა, ბიჭს ასაკი ემატებოდა, იზრდებოდა მისი სურვილებიც… ხემ მას ყველაფერი აჩუქა, რაც გააჩნდა.

ამერიკელი პოეტის, დრამატურგის, მხატვრისა და მუსიკოსის, შელ სილვერსტინის ეს უკვდავი ისტორია უპირობო სიყვარულსა და უშურველად გაცემის ძვირფას ნიჭზეა. იგავის ფორმით მოთხრობილი ამბავი ბავშვებს აუცილებლად დააფიქრებს ადამიანების დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ - ვპასუხობთ კი ბუნებას იმ სიყვარულით, როგორსაც მისგან ვიღებთ?

ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში წიგნის მილიონობით ეგზემპლარი მრავალ ენაზე გამოიცა და საუკეთესო საბავშვო წიგნების ასეულებსა და ათეულებში დაიმკვიდრა ადგილი. სიყვარულის გაცემისა და მიღების მეტაფორა პატარა თუ დიდი მკითხველებისთვის დღემდე ერთნაირად ამაღელვებელია.