დეტალური აღწერა:
პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომანს „სოლარისი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. მეცნიერთა მცდელობას, კავშირი დაამყარონ უცნაური სუბსტანციით დაფარულ პლანეტასთან, თან სდევს უჩვეულო ამბები და ძნელია იმის განსაზღვრა, სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის… ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის წარმოსახვით სამყაროში ხდება?!შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა. ნაწარმოების ორგზის ეკრანიზაციას – ანდრეი ტარკოვსკისა (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.) მიერ – კინოსამყაროში მისი აღიარება მოჰყვა.