bookspace

სად წახვედი, ბერნადეტ?

GEL 17.9
აღწერა
2019 / მთარგმნ. ნინი ჩაკვეტაძე / ყდა: რბილი / 383 გვ. / 13.5X21.5.
ფასი
GEL 17.9
ISBN
9789941304590
ნანახია
1007

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

მარია სემპლი


რატომ შეიძლება შობამდე ერთი დღით ადრე დედა, ცოლი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდეს? რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას – მისი ხასიათი, ბედისწერა თუ საზოგადოება, რომელიც გამორჩეულ ინდივიდს უნებურად უპირისპირდება?„სულისშემძვრელი, ბრწყინვალე პროზა“, – ასე დაახასიათა „ბოსტონ გლობის“ მიმომხილველმა ამერიკელი სცენარისტისა და მწერლის, მარია სემპლის რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი რომანი „სად წახვედი, ბერნადეტ?“, რომელიც უკვე ექვსი წელია, სხვადასხვა გამოცემის ბესტსელერთა სიებში ლიდერობს. ამ წიგნის ღირსებებს შორის უმთავრესი მაინც მისი დრამატული კომიკურობა, სასაცილოსა და სატირალის ფაქიზი, დელიკატური შერწყმაა. ავტორმა ბეწვის ხიდზე გაიარა, სათქმელს სტილი ოსტატურად მოარგო (სამოგზაურო-დეტექტიური ხაზი, წერილები, ელფოსტა, ფსიქიატრის ანგარიშები და ა. შ.), ღრმა ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტებები კი ყოფით ამბებში ჩამალა. ამიტომაც წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა მარადიულ კითხვებზე პასუხების ძიებას მაინც გვაიძულებს.

გაზიარება: