დეტალური აღწერა:
ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობის წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორედ, "ხათაბალა" პირდაპირ თავზე დაეცა. მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვედრილი სტენლი ყოველდღე თითო ორმოს თხრის. სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება. "ორმოები" დღეისთვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდოს მფლობელია.