ომის წილი სინათლე

GEL 15.9
აღწერა
2019 / თარგმნა ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ / ყდა: რბილი / 294 გვ. / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 15.9
ISBN
9789941115950
ნანახია
49

დეტალური აღწერა:

დიოგენე

მაიკლ ონდააჩი


გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში ლონდონში ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ. ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.