bookspace

მე ის ვარ

GEL 13.5
აღწერა
2017 / ყდა: რბილი / 127 გვ. / 13.5x19.4.
ფასი
GEL 13.5
ISBN
9789941820687
ნანახია
1425

დეტალური აღწერა:

ალონი

ნაირა გელაშვილი


,,მე ის ვარ“ ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა ,,ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც ,,ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს. "

გიორგი ლობჟანიძე

გაზიარება: