დეტალური აღწერა:
უნგრელ მწერალს, იმრე კერტესს 2002 წელს ნობელის პრემია მიენიჭა „ისტორიის ბარბაროსული თვითნებობის წინააღმდეგ ადამიანის თავგანწირული ბრძოლის აღწერისთვის“. ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო საბჭოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ უნგრეთში, ვინც ბედავდა და წერდა ტაბუდადებულ ჰოლოკოსტზე, წერდა სრულიად განსხვავებულად. წიგნში მისი ორი მოთხრობაა შესული: კადიში არდაბადებულ ბავშვზე და თვითმკვლელობა. ორივე მათგანი ერთი სულისკვეთების – ტოტალიტარული, კომუნისტური რეჟიმის პირობებში ცხოვრების შეუძლებლობის – გამოძახილია.