ვარდის სახელი

GEL 34.9
აღწერა
2020 / მთარგმნ. ხათუნა ცხადაძე / 769 გვ. / მაგარი ყდა / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 34.9
ISBN
9789941116650
ნანახია
14

დეტალური აღწერა:

დიოგენე

უმბერტო ეკო


„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

 ამჟამინდელ სპეციალურ გამოცემას ერთვის უნიკალური ავტორისეული ესკიზები _ ნახატები და მინაწერები. ამ მასალიდან  კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ავტორი პერსონაჟთა ხასიათის გადმოცემაზე, არქიტექტურული დეტალების ასახვაზე, რა ღრმად შეისწავლა მან შუა საუკუნეების ყოფა და ნივთები, რომლებსაც ბერები იყენებდნენ მონასტერში _ სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სამზარეულოს აღჭურვილობა.

გარეკანზე გამოყენებულია კოტე სულაბერიძის ნამუშევარი, რომელიც „ვარდის სახელის“ პირველი გამოცემისთვისაა შექმნილი.