დეტალური აღწერა:
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
კრებული აგრძელებს სერიას სახელწოდებით „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" და მასში შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიებია გაერთიანებული. ამავე დროს, გამომცემელი შეეცადა, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინტერესო. პუბლიკაციაში შესული ნაშრომები კარგად ესადაგება ქალთა პოლიტიკური ბრძოლის აქტუალურ ხედვებს.